აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უარყო ბრალდება მისი მთავრობის მიერ პრესის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე. 17 ნოემბერს ახალი ამბების მსოფლიო კონგრესის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ალიევმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 75%-ს ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, ხოლო 2-მილიონზე მეტი სოციალური ქსელების - „ფეისბუკისა“ და „ტვიტერის“ მომხმარებელია. ამასთან ილხამ ალიევმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, რომელიც 2015 წელს სამართალდამცველების მიერ რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის ბაქოს ბიუროს ოფისის დახურვას შეეხება. თავის მხრივ ალიევმა განაცხადა, რომ ჟურნალისტების უფლებები დასავლეთშიც ირღვევა და ამის მაგალითად მოიყვანა ინტერნეტ საიტ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში აფარებს თავს. პრესის თავისუფლების ინდექსით აზერბაიჯანი 163-ე ადგილს იკავებს, 180 სახელმწიფოს შორის.