"თბილისის წიგნის დღეები 2016" იწყება
Your browser doesn’t support HTML5
15 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი. წიგნის ხელოვნების ცენტრისა და "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით 17-20 ნოემბერს "თბილისის წიგნის დღეები" გაიმართება. ფესტივალი, რომელიც დამთვალიერებელს არტ-წიგნების, ილუსტრაციების და ფოტო-წიგნების გამოფენებს სთავაზობს, თბილისში უკვე მესამედ იმართება.