საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი უარს ამბობს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე. ამის შესახებ იუწყება საქართველოს მედია ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან (ცესკო) მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. რულოვსმა ცესკოს მიმართა დეპუტატობის შეჩერების თხოვნით. სანდრა ელისაბედ რულოვსი ”ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის მეორე ნომერია. მისმა მეუღლემ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს გამოაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შესახებ.