აშშ-ში, ნიუ-იორკში, უოლ სტრიტზე, საფინანსო ბირჟაზე 4 ნოემბერს აქციების უპრეცედენტო დაცემა მოხდა ბოლო ათწლეულებში. აქციების ფასის დაცემას უკავშირებენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდის გამო შეშფოთებას. უოლ სტრიტზე ეტალონური ინდექსის „სტანდარტს ანდ პურზ 500-ის“ მაღალმომგებიანი ინდექსის ფასი პირველად დაეცა 1980 წლის შემდეგ. აქციების ფასებმა იკლო ტოკიოს ბირჟებზეც, ისევე როგორც ლონდონში, პარიზსა და ფრანკფურტში. არჩევნებთან კავშირში შემცირდა ასევე ამრიკული დოლარის ფასი შვეიცარულ ფრანკთან შედარებით. ფრანკი ინვესტორების აზრით ყველაზე უსაფრთხო ვალუტაა ამ ეტაპზე, როცა ბაზრებზე არასტაბილურობას მოელიან არჩევნების წინა დღეებში.