პროფკავშირები შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

28 ოქტომბერს შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი, მისი ორგანიზატორების თქმით, ის გახდა, რომ ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ობიექტებზე  დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევები. აქციის მონაწილეები ეფექტური და ქმედითი შრომითი ინსპექტირების შემოღებას მოითხოვენ. აქცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და პროფკავშირებმა მოაწყვეს.