გაეროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მთელ მსოფლიოში 18 წლის ასაკამდე 700 მილიონამდე გოგონაა იძულებით დაქორწინებული. ანგარიში, სახელწოდებით, „გადაარჩინეთ ბავშვები“, რომელიც გოგონების საერთაშორისო დღეს, 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა, იტყობინება, რომ 15 წლის ასაკამდე გოგონებს ყოველ შვიდ წამში ერთხელ აიძულებენ ქორწინებას და ბევრ შემთხვევაში კი, ათი წლის ასაკამდე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2050 წლისთვის მსოფლიოში ადრეულ ასაკში დაქორწინებულ გოგონათა რიცხვი მილიარდს გადააჭარბებს. ამ მხრივ გამორჩეული ქვეყნების რიგში პირველ ადგილზე არიან აფრიკისსახელმწიფოები, ნიგერი, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მალი და სომალი.სიაში 62-ა, საქართველო, რომლის მონაცემები უარესია ვიდრე, მაგალითად ტაჯიკეთისა, 57-ე და ყირგიზეთისა, 59-ე. ადრეულ ასაკში ორსულობის რაოდენობა არაპროპორციულად მაღალია აშშ-სა და ბრიტანეთში. ბავშვთა ქორწინება შედარებით "ჩვეულებრივი მოვლენაა" გერმანიაში.