„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკიდან „დროებით მიდის“. მან დასძინა, რომ დროებით დარჩება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ვიდრე „თავისუფალ დემოკრატებში’ „ძრეული რეფორმები“ განხორციელდებოდეს. ირაკლი ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ აჩერებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას ქალაქ გორის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისათვის. მანამდე „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ტოვებდა პარტიას. მან ამის შესახებ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.