ევროკავშირის ელჩებმა მოილაპარაკეს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებაზე

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა კომიტეტმა შეიმუშავა ერთიანი პოზიცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. ამასთანავე, ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მგზავრობა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ე.წ. „შეჩერების მექანიზმი“, ანუ ისეთი სისტემა, რომელიც კავშირის ცალკეულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს ლიბერალური სავიზო რეჟიმის მოქმედება. „შეჩერების მექანიზმზე“ ევროკავშირის ელჩები ხვალ, ბრიუსელშივე იმსჯელებენ.