სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ხითარიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

4 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ხითარიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პროექტის ოფიცერი. მან ილაპარაკა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნუსხა ორგანიზაციამ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდთან შედარებისას, ნინო ხითარიშვილმა აღნიშნა, რომ დარღვევების რაოდენობა ნაკლებია, "თუმცა, არ შეიძლება ხელაღებით ვთქვათ, რომ იდეალური საარჩევნო გარემო გვაქვს. დარღვევები არის და მეტ რეაგირებას საჭიროებდა. თუმცა, 2012 წელს უფრო დაძაბული ფონი შეინიშნებოდა, ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებაში, ვიდრე ახლაა". აქვე აღსანიშნავია, რომ ISFED-ის შუალედური ანგარიშების მიხედვით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარღვევების რაოდენობამ მოიმატა ბოლო ერთ თვეში. კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდნენ პოლიტიკური ძალები. არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევაც მოხდა. ნინო ხითარიშვილმა ილაპარაკა ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა - სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, პოლიტიკური ოპონენტების სააგიტაციო მასალების დაზიანება, პარტიული ოფისების დაზიანება, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, არაუფლებამოსილი პირის აგიტაციაში მონაწილეობა და ა.შ.. ნინო ხითარიშვილმა ილაპარაკა ფაქტებზე (მაგალითად: უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩვნო აგიტაციაში), რომლებიც ISFED-მა დარღვევად ჩათვალა, მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა, სამართლებრივი შედეგი არ დადგა.