სირიელი აქტივისტების თანახმად, მთავრობის ჯარმა, რომელსაც რუსეთის ავიაცია უჭერს მხარს, წინ წაიწია ალეპოს იმ ნაწილისთვის ბრძოლაში, რომელიც მეამბოხეების ხელშია. ბრიტანეთიდან მოქმედმა სამეთვალყურეო ჯგუფმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჯარმა, რომელსაც მოკავშირეები უჭერენ მხარს, წინ წაიწიეს ალეპოს ჩრდილოეთ არეალში. ამის ფონზე, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ, სტივენ ო’ბრაიენმა შეშფოთება გამოთქვა ალყაშემორტყმულ აღმოსავლეთ ალეპოში ადამიანთა მდგომარეობის გამო. მისი თქმით, სამედიცინო მომსახურეობის სიტემა განადგურებულია, შეუძლებელია ყველაზე მარტივი სამედიცინო მომსახურეობის მიღება. 1 ოქტომბერს, ერთმა საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაციამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის და სირიის იერიშების გამო აღმოსავლეთ ალეპოში დაიხურა არეალში უდიდესი საავადმყოფო და დაიხოცა ორი ადამიანი.