ახალი ავტობუსები

Your browser doesn’t support HTML5

30 სექტემბერს თბილისში MAN-ის ფირმის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. თებერვლის ბოლომდე სულ 143 ახალი ავტობუსის იმპორტი იგეგმება. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და გაზზე მუშაობს. მათ შესაძენად სესხის სახით EBRD-მ 27 მილიონი ევრო გამოყო. ასევე 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ.