აშშ-ის ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეის ტერიტორიას შემოუფრინეს

აშშ-ის ორმა ზებგერითმა ბომბდამშენმა სამხრეთ კორეის ტერიტორიას შემოუფრინეს უკვე მეორედ მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ თვის დასაწყისში ბირთვული იარაღი გამოსცადა. ერთ- ერთი თვითმფრინავი, რომელიც კუნძულ გუამზეა განთავსებული, 21 სექტემბერს დაჯდა სამხედრო საჰაერო ბაზაზე, ჩრდილოეთი კორეის საზღვრიდან 120 კილომეტრში. აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი იყო ძალის დემონსტრირება, რათა კორეის ნახევარკუნძულზე და რეგიონში უსაფრთხოება დაიცვას. ასეთი გაფრენები ჩვეულებრივ მაშინ ეწყობა, როცა კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა იზრდება ხოლმე. 9 სექტემბერს ფხენიანმა მოაწყო თავისი მეხუთე და ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა.