როგორ შეიძლება აშენდეს ბათუმში მეჩეთი

Your browser doesn’t support HTML5

20 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე და ქართველ მუსლიმთ კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე. მუსლიმი თემი წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს სახელმწიფოსგან ბათუმში ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას და მშენებლობის მხარდაჭერას. ბოლოს, 2016 წლის 8 თებერვალს, მუსლიმი თემის 12 000-მა წარმომადგენლმა კოლექტიური განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და მეჩეთის მშენებლობისთვის ბათუმში მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა. არაერთი დაპირების მიუხედავად, მუსლიმი თემის მიმართვებს კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. თვითორგანიზებულმა საინიციატივო ჯგუფმა მეჩეთისთვის მიწა საკუთარი რესურსით შეიძინა და ახლა მშენებლობის დასაწყებად ემზადებიან. რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება თვითორგანიზებულ ჯფუფს მეჩეთის ასაშენებლად, რა როლს თამაშობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიური უმცირესობების დაცვის საქმეში და რამდენად თანმიმდევრულია სახელწიფოს პოლიტიკა ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის უფლებების დაცვისას, რატომ იკავებს თავს ყველა მმართველი ძალა მუსლიმთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან და, ზოგადად, არის თუ არა პოლიტიკური სუბიექტების სამოქმედო გეგმებსა და წინასაარჩევნო პროგრამებში გაწერილი რელიგიურ უმცირესობათა საკითხები - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.