ექვსი თალიბი დაიღუპა ავღანეთის სამთავრობო კვარტალზე თავდასხმაში

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 8 კაცი, მათ შორის - ექვსი თალიბი მებრძოლი, დაიღუპნენ ლოგარის პროვინციის სამთავრობო კვარტალზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. პროვინციის ხელმძღვანელობის ცნობით, ექსტრემისტებმა შენობასთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს და შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ. უსაფრთხოების ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს. ორსაათიან სროლაში უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი დაიჭრა. თუმცა, თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომ თავდასხმისას მოკლეს პოლიციის 41 თანამშრომელი.