შიმშილობის მეექვსე დღე
Your browser doesn’t support HTML5
20 აგვისტოს თბილისის მერმა ქალაქში ხეების მოჭრაზე ათდღიანი მორატორიუმი
გამოაცხადა. მორატორიუმის მიზანი არსებული კანონების კიდევ ერთხელ
გადახედვაა. ჯერჯერობით მერია და გარემოსდამცველები კანონის
განსახილველად არ შეკრებილან. მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“
წარმომადგენელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ათდღიანი ვადა რეალურად ვერაფერს
შეცვლის.