პუტინმა გავლენიანი თანამებრძოლი სერგეი ივანოვი ჩამოაქვეითა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისი დიდი ხნის მოკავშირე და თანამოაზრე, ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანა. კრემლის განცხადებით ის ამიერიდან დაიკავებს პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტს გარემოს დაცვის და ტრანსპორტის საკითხებში. ივანოვი მისმა ყოფილმა მოადგილემ, ანტონ ვაინომ შეცვალა. ვლადიმირ პუტინმა, კრემლის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად ივანოვის თხოვნით მიიღო. სერგეი ივანოვი დარჩება უშიშროების საბჭოში, რუსეთის უშიშროების მთავარი ორგანოში. სერგეი ივანოვი, პუტინის მსგავსად, „კაგებეს“ ყოფილი ოფიცერია. ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილეა და მოიაზრებოდა, როგორც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი. 2008 წელს ივანოვი პუტინის სავარუდო შემცვლელად განიხილებოდა, თუმცა პუტინმა მაშინ დიმიტრი მედვედევიაირჩია პრეზიდენტობის კანდიდატად.