საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა, ღია დატოვა წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში ზოგი რუსი მძლეოსნის მონაწილეობის საკითხი. მაგრამ ასევე ბახის თქმით, „სერიოზულ ეჭვს“ იწვევს უდანაშაულობის პრეზუმფცია დოპინგის გამოყენებაში ბრალდებული რუსი და კენიელი ათლეტების შემთხვევაში. როგორც ბახმა აღნიშნა, რუსი და კენიელი ათლეტები მათი სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა გამოაცხადონ შეჯიბრზე დასაშვებად, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში. ბახმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში, ლოზანაში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო შეეხვედრა ძალოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალაში დატოვოს რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია და უზრუნველყოს კონკურენციის თანაბარი პირობები ოლიმპიადის მონაწილე ყველა ათლეტისათვის. ეს გულისხმობს საგანგებო ზომებს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც არიან რუსეთი და კენია, რომლებიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს წესების დამრღვევებად გამოცხადდნენ.