ფაბრიკაფიტი - გრაფიტის ფესტივალი თბილისში

Your browser doesn’t support HTML5

21 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ქუჩის მხატვრები ბაჩა ხოფერია (Dr. Love) და მირიან შენგელაია (მირო), რომლებიც თბილისში პირველი გრაფიტის მაღაზიისა და სახელოსნოს გახსნას გეგმავენ. სახელოსნოს ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში, "ფაბრიკაში", გახსნიან და ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაციასა და განვითარებას შეეცდებიან. რამდენად მრავალფეროვანია ქართველი ქუჩის არტისტების ნამუშევართა თემატიკა, რა სჭირდება სხვადასხვა ხელოვნების დარგს განვითარებისთვის და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება საჯარო სივრცეში განთავსებული ხელოვნების მიმართ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.