ზოოპარკი ერთი წლის თავზე
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის თავზე ამ ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა, მოეწყო თემატური გამოფენებიც. 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ზოოპარკის თანამშრომლების. წყალმა დაფარა ზოოპარკის ნაწილი, დაიხოცა ზოოპარკის ბინადრებისნახევარი. ამჯერად ზოოპარკში გადარჩენილ ცხოველებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკების მიერ ნაჩუქარი ცხოველებიც ცხოვრობენ.