შემეცნებით-ინტერაქტიული მუზეუმი და საბავშვო ეკოქალაქი
Your browser doesn’t support HTML5
7 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კულტურის მენეჯერი სოფია ლაპიაშვილი, რომელმაც ვენაში მცხოვრებ ქართველ არტისტ თათია სხირტლაძესა და სოციალურ მუშაკ ქეთი იაშვილთან ერთად დააარსა ბავშვთა და მოზარდთა შემეცნებით-ინტერაქტიული მუზეუმი "შუქურა". მუზეუმის მიზანია ბავშვების ჩართვა სახელოვნებო პროცესებში და სხვადასხვა დისციპლინის ინტერაქტიული მეთოდებით გაცნობა.
მუზეუმი ამ დროისთვის ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა უკვე დაწყებულია ეკოლოგიის თემის გარშემო აქტივობები. ტექნოპარკთან ერთად ჩატარდა ვორკშოპი მოზარდებისთვის, რომლებმაც ხელოვან გიორგი მაღრაძესთან ერთად მეორადი ნივთებით შექმნეს სანათები. 11-12 ივნისს იგეგმება კიდევ ერთი ვორკშოპი უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც ხელოვან ნუცა ზაალიშვილთან ერთად ააშენებენ ეკოქალაქს.
რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესში ინტერაქტიული ექსპოზიციების ჩართვა, რა მიმართულებით ცვლის ბავშვის აზროვნებას ეკოაქტივობები, რამდენად მრავალფეროვანია საქართველოში ბავშვებისთვის განკუთვნილი სასწავლო და გასართობი სივრცეები - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.