ავღანეთის ხელისუფლების თქმით, პროვინცია ბადღისში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ხუთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა და ხუთი დაიჭრა. პოლიციის თანახმად, მანქანა, რომელშიც სამოქალაქო პირები ისხდვნენ, 4 მაისს დილით აფეთქდა ბომბზე. ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბანი დაადანაშაულა, მაგრამ ჯერჯერობით არავის უკისრია თავდასმხისთვის პასუხისმგებლობა.