25 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან
Your browser doesn’t support HTML5
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად ხალხი, ტრადიციულად,
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, შეიკრიბა. პარლამენტის
შენობის წინ ყვავილების მიტანა ჯერ კიდევ ღამის საათებიდან დაიწყეს.
1989 წლის 9 აპრილს ამ ადგილას შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც
საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, რუსულმა ჯარმა დაარბია. აქციის
დასაშლელად გამოიყენეს ნიჩბები, ხელკეტები და მომწამვლელი გაზი. დაიღუპა
21 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა - ახალგაზრდა გოგონები. ტრაგედიიდან
ორი წლის თავზე, 1991 წელს, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ
გამოცხადდა.