რუსეთის პრეზიდენტი "როშვას“ უწოდებს „პანამა პეიპერსის“ ინფორმაციას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა გამომძიებელი ჟურნალისტების კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც „პანამის დოკუმენტებად“ არის ცნობილი და „ბოდვა“ უწოდა ინფორმაციას პუტინთან დაახლოებული პირების შესახებ. მან გააკრიტიკა ცნობა, რომლის თანახმად პუტინის დიდი ხნის მეგობარმა, სერგეი როლდუგინმა 2 მილიარდამდე დოლარი გადარიცხა ოფშორულ კომპანიებში. „მთელი თანხა, რაც [როლდუგინმა] იქ იშოვა, მან მთლიანად დახარჯა საზღვარგარეთ მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად და ჩამოიტანა ისინი რუსეთში“, - განაცხადა პუტინმა 7 აპრილს სანქტ-პეტერბურგში გამართულ მედია-ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამაყობს ისეთი მეგობრით, როგორიც სერგეი როლდუგინია. საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმმა კვირას გამოაქვეყნა ინფორმაცია. პუბლიკაცია ემყარება პანამაში მოქმედი იურიდიული კომპანიიდან გაჟონილ ინფორმაციას. ის შეიცავს მონაცემებს როგორც კრემლთან დაახლოებული პირების, ისე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და სხვა პირების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ.