უკრაინელმა სეპარატისტებმა პასპორტების დაბეჭდვა დაიწყეს

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონეცკის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ საკუთარი პასპორტების დაბეჭდვა დაიწყო. პირველი პასპორტის მფლობელი გახდა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო. მისი თქმით, ახალი პასპორტების მიღების შესაძლებლობა ექნება ყველას, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ორთავიანი არწივის გამოსახულებიანი დოკუმენტი მის მფლობელს რუსეთში შესვლის უფლებას აძლევს. კიევი აცხადებს, რომ დონბასში ადგილობრივი არჩევნები მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად და ეუთოს დამკვირვებლების დასწრებით უნდა ჩატარდეს. ეს პირობა სეპარატისტებისათვის მიუღებელია.