საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი, კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს. "ამ ეტაპზე ტარდება აუცილებელი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები" - განუცხადეს სააგენტო ინტერპრესნიუსს მთავარ პროკურატურაში. ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს თან ახლავს ტექსტი, რომლის ავტორი ზოგიერთპოლიტიკოსს მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჩანაწერების გავრცელების გაგრძელებით ემუქრება.