პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ანა დოლიძეს მოუსმენს. ანა დოლიძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 16:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.