ნანო ზაზანაშვილი და ლევან ასაბაშვილი ყოფილ უნივერმაღ "თბილისზე"

Your browser doesn’t support HTML5

1 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არქიტეტორები ნანო ზაზანაშვილი და ლევან ასაბაშვილი. ვისაუბრეთ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ყოფილი უნივერმაღ "თბილისის" რეკონსტრუქციაზე. ბოლო რამდენიმე თვეა რუსთაველის N 2/4-ში მდებარე ყოფილი უნივერმაღ „თბილისის“ კომპლექსის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც თბილისის ცენტრში ახალი სავაჭრო ცენტრი გაჩნდება. რა არქიტექტურული ღირებულება აქვს შენობას, რომელიც თავის თავში კულტურულ, სატრანსპორტო და სავაჭრო სივრცეებს აერთიანებდა, რამდენად არიან ჩართული სპეციალისტები და მოსახლეობა ახალი პროექტის განხილვაში, რა მნიშვნელობის მატარებელია რუსთაველის გამზირი ადგილობრივებისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ ასეთი ისტორიული უბნების რეაბილიტაციისას გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, რა საფრთხეებს ხედავენ არქიტექტორები მიმდინარე პროცესებში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.