სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს უახლოვდება

Your browser doesn’t support HTML5

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსს უახლოვდება რეფორმების განხორციელებით და „საერთო უსაფრთხოებაში“ დიდი წვლილის შეტანით. ეს განცხადება სტოლტენბერგმა გააკეთა ბრისუელში, ნატო-საქართველოს კომისიის 11 თებერვლის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. “ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. საქართველო უახლოვდება ნატოს თავისი რეფორმებისა და იმ წვლილის წყალობით, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეაქვს. ხოლო ნატოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ხელი შეუწყოს საქართველოს. დღეს შევაჯამეთ ის წარმატებები, რომლებსაც ერთად მივაღწიეთ. ჩვენი დახმარების არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის უნარს, ნატოს ძალების მხარდამხარ იმოქმედოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.