სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ასლანიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

26 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პედაგოგი მარიამ ასლანიშვილი. უკვე მესამე წელია, მარიამი საგარეჯოს სამხატვრო სკოლაში მუშაობს. კვირაში ორჯერ ჩადის და ბავშვებს ხატვასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლის. მარიამმა ისაუბრა, თუ რა მოტივაცია და გამოწვევები აქვთ მასწავლებლებს, რომლებიც სამუშაოდ თბილისიდან რეგიონებში მიდიან. როგორ უნდა ისწავლებოდეს და რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნების გაკვეთილებს რეგიონში მცხოვრები ბავშვების განვითარებისთვის.