სტუმრად ჩვენს ეთერში: გიგი გიგიაძე
Your browser doesn’t support HTML5
15 დეკემბრის "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მან ილაპარაკა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე და საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების ეტაპებზე. გიგი გიგიაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ სრულად და გადამეტებითაც კი შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) და ახლა ელოდება პოზიტიურ ანგარიშს ევროკავშირისგან. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა აგრეთვე ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებიც. მან მოლდავეთის გამოცდილებაც გაიხსენა და ივარაუდა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე.