საქართველოში დაარსდა ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“

5 ნოემბერს ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" ოფისი გაიხსნა. "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. "გირჩი ყველგან არის, სოფელშიც და ქალაქშიც - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გოგა ხაჩიძემ პარტიის სახელწოდების განმარტებისას განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური ცენტრის სახელწოდება მისი წარმომადგენლების ერთობლივი იდეაა.