პუტინი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინაციას მოითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ რეგიონული „მაკოორდინერებელი სტრუქტურის“შექმნა. პუტინმი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომლის წასვლასაც მოითხოვს დასავლეთი და სირიის ოპოზიცია. სირიის კრიზისი ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი თემაა. ორშაბათს პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი თემა, უკრაინასთან ერთად, სირიის კრიზისიც იქნება.