უფლებადამცველები ჯეირანოვას საქმის გამოძიებას ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

18 სექტემბერს არსამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართა. ისინი ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვენ. გახმაურებული შემთხვევა შარშან მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, 30 წლის ქალი ქმრის ნათესავებმა ღალატში დაადანაშაულეს და ხალხისა და შვილების თვალწინ სცემეს, რის შემდეგაც ჯეირანოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიუხედავად უამრავი თვითმხილველისა, პროკურატურას საქმე დღემდე არ გამოუძიებია.