კახელმა მევენახეებმა 14 სექტემბამდე შეაჩერეს აქციები, რომლებითაც აპროტესტებენ ყურძნის ჩაბარების ფასს. 12 სექტემბერს გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილმა მევენახეებმა გადაწყვეტეს, რომ 14 სექტემბრის 12:00 საათამდე დაელოდებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. მევენახეები ბოლო რამდენიმე დღეა საპრტესტო აქციებზე მოითხოვენ ხელისუფლებისაგან სუბსიდირების გაზრდას, რადგან ყურძნის არსებული ფასები, მათი თქმით, ხარჯებსაც ვერ ფარავს. შარშანდელის მსგავსად, მთავრობა კვლავ ახდენს ყურძნის ფასების სუბსიდირებას და 35 თეთრს უმატებს კილოგრამ თეთრ ყურძენზე ღვინის კომპანიების და ქარხნების მიერ გადასახდელ თანხას. შავი ყურძნის სუბსიდირება კი 15 თეთრს შეადგენს. საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირებულია, რის შედეგადაც, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის ფასი 40-55%-ით გაიაფდა.