თბილისში ენერგოეფექტურობის კვირეულს აღნიშნავენ

Your browser doesn’t support HTML5

30 ივნისს მერიაში ტექნოლოგიური გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. გამოიფინა ასევე სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტები. ღონისძიებები იმართება ე. წ. სუფთა ენერგოტექნოლოგიებისა და სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ მწვავე პრობლემაა ბუნებრივი რესურსების არასწორი მოხმარება.