უეფამ biletebi.ge-ს პრობლემების აღმოსაფხვრელად ორი დღე მისცა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ უეფამ biletebi.ge-ს პრობლემის აღმოსახვრელად 48 საათი მისცა. მისი თქმით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში სუპერთასის ბილეთები არ გაიყიდება, ხოლო 25 ივნისს 17:30 საათზე ჩატარდება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, გადაიჭრა თუ არა პრობლემები. ზვიად სიჭინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა "ბე"-ზე, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ რას ითვალისწინებს გეგმა "ბ". ზვიად სიჭინავას თქმით,”ბილეთები.გე”-ს პრობლემის გადაჭრაში უეფას მიერ შეთავაზებული ამერიკული კომპანია დაეხმარება.