ლავროვი: მაკედონიის კრიზისი გარედანაა მოწყობილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მაკედონიის კრიზისი გარედანაა მოწყობილი. „ეს ნამდვილად გვაშფოთებს“ - განაცხადა მან და დასძინა - „მაკედონიაში მიმდინარე მოვლენების კონტროლი დაუფარავად მიმდინარეობს გარედანო.“ ლავროვის თქმით, მოვლენები დაკავშირებულია მაკედონიის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა გრუევსკის უართან შეერთებოდა რუსეთისთვის უკრაინის კონფლიქტის გამო დაწესებულ სანქციებს. მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ოპოზიციის 150-მდე მომხრე კვლავ შეკრებილი იყო აქციაზე, გრუევსკის გადადგომის მოთხოვნით, როცა პარალელურად, ოპოზიციის ლიდერი ზორან ზაევი და გრუევსკი სტრასბურგში მთელი ღამის განმავლობაში მართავდნენ მოლაპარაკებას კრიზისის განმუხტვის მიზნით. 17 მაისს გამართულ ანტისამთავრობო აქციაში ათი ათასობით დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა, მეორე დღეს კი გრუევსკის მომხრეებმა გამართეს მასშტაბური აქცია. ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა ჩანაწერების გავრცელებას, რომლებზეც, თითქოს აღბეჭდილია მინისტრების მხრიდან არჩევნების გაყალბების დაგეგმვის აქტი.