17 მაისი - „ეს ქუჩა დაკავებულია“
Your browser doesn’t support HTML5
17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე, აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ორი წლის წინ სწორედ ვაჩნაძის ქუჩაზე დაესხნენ თავს მსგავსი აქციის მონაწილეებს. აქციის მონაწილეები შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვას ითხოვენ.