გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. კანცლერი დღეს, ანუ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმის მომდევნო დღეს ჩავიდა რუსეთში და, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიიღო უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში. მერკელმა, ისევე როგორც დანარჩენმა დასავლელმა ლიდერებმა, უარი თქვეს დასწრებოდნენ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმს, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლის გამო. დღევანდელ მოლაპარაკებაზე, მერკელი და პუტინი იმსჯელებენ კრიზისზე აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მთავრობის ჯარებსა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს შორის ბრძოლა გრძელდება თებერვალში მინსკში მიღწეული ზავის მიუხედავად. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა უკრაინაში 6100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.