პრემიერ-მინისტრი: „ლარის სტაბილიზაცია ერთ-ორ კვირაში დაიწყება“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ლარის სტაბილიზაცია ერთ-ორ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ მან 7 მაისს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა. "პრივატიზაციის ნაწილში გვაქვს შედგენილი ნუსხა იმ ობიექტების, რომლებიც უნდა გაიყიდოს უახლოესი თვეების განმავლობაში. რამდენიმე ობიექტის გაყიდვა უკვე მოხდა. ასევე ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - გარდაბნის თბოელექტოსადგურის გაყიდვას, რაც დამატებით, დაახლოებით, 300 მილონ დოლარს შემოიტანს ქევეყანაში. აპრილის წინასწარი მონაცემებით, იმპორტში გაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ერთ-ორ კვირაში,", - განაცხადა ღარიბაშვილმა.