საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ოფიციალურად გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. შეკითხვას, "მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას." მეორე ადგილზე 14%-ით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” და მესამეზე 10%-ით "თავისუფალი დემოკრატები." ამავე კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 6% მხარს უჭერს ლეიბორისტულ პარტიას და 5-5% - "პატრიოტთა ალიანსს" და "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას." არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს გამოკითხულთა 12%, ხოლო 11%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. IRI-ის დაკვეთით 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებულ გამოკითხვაში 18 წელზე უფროსი ასაკის 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა.