ერაყის მთავრობის თქმით, ექსტრემისტულმა გაერთიანება ისლამურმა სახელმწიფომ დაიწყო ერაყის ჩრდილოეთში მდებარე, ასურეთის პერიოდის ქალაქის, ნიმრუდის ნანგრევების განადგურება. ეს ისლამური სახელმწიფოს ბოლო აქტია ისტორიული საგანძურის განადგურების მხრივ. ცნობით, ადგილზე მიყვანილია სატვირთო მანქანებიც, ჩანს, ხელოვნების და არქეოლოგიური ნიმუშების წასაღებად. ისტორიული ქალაქი 3300 წლის წინანდელია, ის ტიგროსის პირას მდებარეობდა და მისი ძველი სახელია, კალჰუ, რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ერაყში იუნესკოს ოფისის ხელმძღვანელმა, აქსელ პლათემ ნიმრუდის განადგურებას უწოდა, ერაყის საგანძურზე კიდევ ერთი საგანგაშო თავდასხმა. არქეოლოგები და საგანძურის სპეციალისტები ნიმრუდის განადგურებას ადარებენ ავღანეთში, ბამიანში, ბუდას ქანდაკებების დანგრევას თალიბანის მიერ 2001 წელს.