ვირთხა, შრეკი და სხვები პარლამენტის ეზოში
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პარლამენტის შენობაში ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. გაიხსნა მთავარი ჭიშკარი, რომელშიც შესვლა ყველა მსურველს შეეძლო. საახალწლო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბავშვების გასართობად ანიმატორები და ზღაპრების გმირების კოსტიუმებში ჩაცმული მსახიობები იყვნენ მოწვეული. ღონისძიებაში პარლამენტის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.