აფეთქებებს ქაბულში 11 კაცი ემსხვერპლა

ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებებს ქაბულში 11 ადამიანი შეეწირა. თავდაპირველად მოზარდმა თვითმკვლელმა თავის საფრანგეთის მიერ დაფინანსებული სკოლის სცენასთან აიფეთქა. თვითმკვლელი მოიერიშის კიდევ ერთი სამიზნე იყო ავღანელ ჯარისკაცთა კოლონა ქაბული გარეუბანში. ამ თავდასხმაზე, რომელსაც ექვსი ჯარისკაცი შეეწირა თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა.