დამასკმა ისრაელი საავიაციო იერიშში დაადანაშაულა

სირიის სამხედრო ძალების სარდლობამ ისრაელი დაადანაშაულა, დამასკის ახლოს საავიაციო რეიდების განხორციელებაში. ისრაელის ავიაციის მხრიდან იერიშის ერთ-ერთი ობიექტი გახდა სირიის დედაქალაქის საერთაშირისო აეროდრომი. სირიის ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის ავიაციისა იერიშმა მიაყენა ზარალი ობიექტს, თუმცა არვინ დაღუპულა. თუმცა, სირიის ბრიტანეთში მდებარე უფლებათადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით ავია იერიშის ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენდა, სამხედრო ნაწილი. ისრაელის ავიაციამ მიმდინარე წლის მარტშიც განახორციელა იერიში სირიაში იმ სამხედრო ობიექტებზე, სადაც თანამედროვე შეიარაღება ინახება. ისრაელი დარწმუნებულია, რომ იარაღი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰიზბოლასთვის“ არის განკუთვნილი.