დასახელდა კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი

Your browser doesn’t support HTML5

28 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალასში ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი დაასახელა. ყოველწლიური ჯილდოს მფლობელი ამჯერად ფონდ „ტასოს“ ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი გახდა. წლევანდელი ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ტარდება. კატო მიქელაძის პრემია გაიცემა ქალი უფლებადამცველებისთვის. მისი ბიუჯეტი წელს 1500 ევროს შეადგენდა.