ნატომ ავღანეთში მისი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გამოაცხადა

ნატომ 15 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა მეამბოხეებთან შეტაკებისას ავღანეთში. ნატოს განცხადების თანახმად, სროლას ადგილი ჰქონდა 14 ნოემბერს. განცხადება არ შეიცავს ცნობებს თავდასხმის დეტალებისა და დაღუპულის მოქალაქეობის შესახებ. ამგვარად, ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ წელს უკვე 61 სამხედრო დაკარგა. სულ ცოტა 45 მათგანი აშშ-ის ჯარისკაცები იყვნენ.