ისრაელის ჯარისკაცი და ისრაელელი ქალი დაჭრეს

ისრაელის ჯარისკაცი და ისრაელელი ქალი დაჭრეს 11 ნოემბერს თელ ავივსა და ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე. ჯარისკაცი თელ ავივში, რკინიგზის სადგურში დაჭრეს. პოლიციამ მოგვიანებით დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი და ის დასავლეთ ნაპირის მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც ისრაელში უკანონოდ იმყოფებოდა. რამდენიმე საათში დასავლეთ ნაპირზე, ჰებრონთან ახლოს მანქანიდან გადმომხტარმა პალესტინელმა სასიკვდილოდ დაჭრა ისრაელელი ქალი და ჭრილობები მიაყენა კიდევ ორ ადამიანს. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. "ისლამურმა ჯიჰადმა" გამოაცხადა, რომ თავდამსხმელი დაჯგუფებას ეკუთვნოდა.