ბუკერის პრემიის ლაურეატი რიჩარდ ფლენეგანი გახდა

2014 წლის ბუკერის პრემიის ლაურატი გახდა ავტსრალიერი მწერალი რიჩარდ ფლენეგანი, ავტორი რომანისა „ვიწრო გზა ღრმა ჩრდილოეთისაკენ“ (The Narrow Road to the Deep North.). წელს პრემიის არსებობის 46 წლიანი ისტორიის მანძილზე, კონკურსი პირველად იყო ღია ყველა ეროვნების მწერლისთვის, ვინც ინგლისურად წერს და დიდ ბრიტანეთში გამოუქვეყნებია ნაწარმოები. მანამდე კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მწერლებს დიდი ბრიტანეთიდან და "ერთა თანამეგობრობიდან". „ბუკერის“ პრემიის ლაურეატს 50 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაეცემა.