ხუდონჰესი - საფრთხეები და რეალობა
Your browser doesn’t support HTML5
ხუდონჰესთან დაკავშირებით მესტიაში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მას სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. სახალხო დამცველი აპარატის მონაცემებით, დღემდე არ არის დასაბუთებული პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერცერთი ნებართვა ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში.